გახსოვთ ალბათ, ივლისში, Coldplay-ის კონცერტზე IT-კომპანიის, Astronomer-ის ხელმძღვანელის, ენდი ბაირონისა და კადრების განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის კადრები, რომელსაც მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბაირონს მომხდარის გამო პოსტის დატოვება მოუწია. ახლა კი წლის ყველაზე სკანდალური წყვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ბაირონის მეუღლე, მოღალატე ქმართან უკვე განქორწინდა. იგივე ბედი ეწია კრისტენ კაბოტსაც, თუმცა, ამ შემთხვევაში გაყრის ინიციატორი თავად კრისტენი გახდა. მან ოფიციალურად დაიწყო განქორწინების პროცესი 60 წლის მილიარდერ მეუღლესთან, ენდრიუ კაბოტთან.
„აქამდე რას ელოდნენ?“, „ძალიან ხომ არ გაეწელათ ეს პროცესი?“, „ზოგჯერ ბიძგია საჭორო“, „წლის ღალატი“, „მადლობა Coldplay-ს“, – წერენ კომენტარებს.
ცნობისთვის, კრისტენსა და მის მეუღლეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, ბაირონსა და მის მეუღლეს, მეგან კერიგანს ორი მოზრდილი ვაჟი.
კრისტენ კაბოტის ოჯახური იდილია Coldplay-ის კონცერტზე „დიდ გამოჭერამდე“ – ვინ არის მისი მეუღლე
„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს


