თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას შესახებ აქამდე უცნობ ამბავს გვიზიარებს.
როდესაც თამუნა კორონავირუსის გამო კლინიკაში იწვა, მასთან ერთად კიდევ ერთი ქალბატონი მკურნალობდა, რომელიც გიორგი გახარიას გულშემატკივარი აღმოჩნდა და ამის შესახებ თამუნას უთხრა.
რა მოხდა ამის შემდეგ, თავად თამუნას სტატუსიდან ვიგებთ:
„ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი?! მაგრამ თქვენ ინეზა ხომ გახსოვთ?
მომაკვდავ ინეზას რეანიმაციაში დაბადების დღე რომ სრულიად საქართველომ იზეიმა და აზეიმა…
ვკვდებიო და თეთრი ვარდები მიყვარსო, ეგ მომიტანეთო და თან მღეროდა ( ვაიმე სრულიად საქართველოს ბულბულებმა უმღერეს თეთრი ვარდები), აყვავდა რეანიმაცია ვარდებად… მემანიშვილი, ნიჟარაძე, სტეფანე, სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე, გაბუნია არავინ გამომრჩეს.
და გამომიტყდა, გიორგი გახარიას ფანი ვარო….
არ ვიცნობ კარგად გახარიას, ერთხელ ვიყავი შეხვედრაზე და მთათხა. მეშინია ამ კაცის რაღაცნაირად.
რას დავეძებ კაცო ვკვდები და ვეტყვი, ამ გოროზ ბრაზიან კაცს… ( ასეთი მგონია)
ერთი ბრილიანტი გოგო გვყავს საერთო მეგობარი, ეკატერინე ვეფხვაძე და ვუთხარი, ინეზა ქრაშავს-მეთქი.
მთხოვა, საჯაროდ არ დამედო, 2021 წელია…
მოქალაქე ინეზა, უბრალოდ, შოკში ჩავარდა ისეთი მოლოცვა მიიღო, თავი ღირსეულ ქვეყნის შვილად მიიჩნია!
გახარია, ჯერ მარტო ინეზას ლოცვა დაგხვდება სადღაც განსაცდელში…
ეგეთი ბრძოლები მოგვიგია?
ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი,
მაგრამ ეს მხარეც იცოდეთ ამ ადამიანის…“
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმროში „შერატონში“ მოხდა.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო „შერატონში“ მოხდა. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.