ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული სატვირთო მანქანების დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ჩამორთმეულ მანქანებს უკვე თვეებია, არ უბრუნებენ და პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს. მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი არ უარყოფს, რომ მათ ხე-ტყე უკანონოდ, საბუთის გარეშე გადაჰქონდათ, თუმცა თვეობით ავტომობილების ჩამორთმევა უსამართლოდ მიაჩნიათ. ავტომობილების მფლობელთა ნაწილი აცხადებს, რომ მანქანები უარგუმენტოდ ჩამოართვეს.
