აქცია პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. მოსახლეობა მწყრულ ზონაში მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობა ქალაქის განაშენიანების ზღვარს მიღმა მიმდინარეობს და საფრთხის შემცველია. ისინი მოითხოვენ, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა.
მათ უკვე შეიტანეს მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი და თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
აქციას “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთაც შეუერთდა.