LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყო ისევ გრუნტმა დაშლა, ასეთ დაწოლას ეს გრუნტები, ეს ნიადაგი ვერ უძლებს: თეა გოდოლაძე თბილისში კიდევ ერთ მეწყრულ ზონაზე საუბრობს

102
თეა გოდილაძე - მეწყერი წყნეთში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისში კიდევ ერთი მეწყრული ზონა გამოვლინდა. კერძოდ კი, მისი განცხადებით, საფრთხე წყნეთის გზატკეცილის 22 ნომრის მაცხოვრებლებს ემუქრებათ.

როგორც გეოლოგმა აღნიშნა, ამ ზონაში მეწყრული პროცესის დაჩქარება ქაოსურმა და არაგეგმიურმა მშენებლობამ გამოიწვია. გოდოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს სათანადო გეოლოგიური დასკვნა, რის საფუძველზეც ადგილზე კორპუსის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო.

“აშენებენ 9-სართულიან კორპუსს, ამ მშენებლობას აწარმოებს კომპანია “ა კვადრატი”, მისი გამოცდილება ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი აშენებული კორპუსით შემოიფარგლება. დაიწყო ისევ გრუნტმა დაშლა, იმიტომ, რომ ასეთ დაწოლას ეს გრუნტები, ეს ნიადაგი ვერ უძლებს, შესაბამისად ის ხდება დენადი. რამდენჯერმე მივმართეთ მერიის სამსახურებს, არავითარი რეაგირება არ იყო”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მისი თქმით, მშენებლობისთვის გაცემული დასკვნა კანონმდებლობას არ შეესაბამება. გეოლოგმა მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართა, თუმცა საქმის განხილვა, ჯერ არ დაწყებულა.