სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს არტყამენ.
მათი განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ შეუერთდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები.
მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.