LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაა განათლების განვითარების ცენტრთან: სტუდენტები თამარ მახარაშვილის გადადგომას ითხოვენ

127
xfhbf b

ორი კვირის წინ დანიშნული განათლების ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმება გააპროტესტეს. მათ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და აღნიშნეს, რომ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა არ სურთ. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ, მათ ავტორიზაცია გაუუქმდათ. ისინი ინტერსთა კონფლიქტის შესაძლო ფაქტზე ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

რაც შეეხება განათლების ცენტრის პოზიციას, აქ განმარტავენ, რომ უნივერისტეტს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი ცენტრი ვალდებულია, სტუდენტებს მობილობა შესთავაზონ.

განათლების ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს

თამარ მახარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება, რასაც სტუდენტთა დიდი ნაწილიც ეთანმება.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო, რომელიც 2020 წლის 15 თებერვლიდან შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g