მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და მედიის სოლიდარობის მიზნით იყვნენ შეკრებილნი, მთავრობის კანცელარიათან გადაინაცვლეს მსვლელობით.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივი გადადგომა და დასჯაა, რასაც უნდა მოჰყვეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს მთავრობამ არათუ ვერ დაიცვა მედია ძალადობისგან, არამედ, ხელი შეუწყო და წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს საპატრიარქოს მოწოდებით შეიკრიბნენ და მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.