„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მათი პროდიუსერი, ბექა ბერაძე რომელიც პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს დააკავა – მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
„ბექა ბერაძის ძმა, თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი – ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია“,- წერს „რადიო თავისუფლება“.