LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე დაკავებული 9 პირი იზოლატორში რჩება – სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

116
960x0

გუშინ, 7 მარტს აქციის „არა რუსეთს“ მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. ისინი დაკავების იზოლატორში რჩებიან. განცხადებას ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულები იურისტმა მოინახულა.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, დაკავებულები კი ღამეს ისევ იზოლატორში გაატარებენ. დაკავებულებს შორის არიან:

  • გიორგი მჟავანაძე
  • ნოდარ რუხაძე
  • გიგა მაქარაშვილი
  • ზუკა ბერძენიშვილი
  • ლექსო სამხარაძე
  • ვალერი სამხარაძე
  • სანდრო სიმონოვი
  • ბაჩი ვალიშვილი
  • გური გოლიაძე

„სირცხვილიას“ ცნობით, აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„სინამდვილეში, კანცელარიის წინ საქართველოს მთავრობის მისამართით (!) განხორციელებული აქტივობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და არანაირი მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან ადგილზე წაყენებული არ ყოფილა! მეტიც, მათი თავდასხმა მოქალაქეებზე აღნიშნული პროტესტიდან მხოლოდ 1 საათის შემდეგ დაიწყო, როდესაც აქცია დასრულდა და მოქალაქეები ტოვებდნენ ტერიტორიას“, – აცხადებს „სირცხვილია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g