3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ალექსი თირქია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და საზოგადოებას ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
„მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.
ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის“, – წერს ალექსი თირქია სოციალურ ქსელში.
მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვა ინგოროყვას კლინიკა დან. ვაგრძელებ მკურნალობას და…
Posted by ალექსი თირქია on ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024
ცნობისათვის, ალექსი თირქია 3 დეკემბერს დაშავდა და თავდაპირველად ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, მოგვიანებით კი პალატაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით და თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით შეიყვანეს.