LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

441
კლინიკა

22 წლის ბიჭს, რომელიც გასულ ღამეს აქციაზე დაშავდა და არსებული ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, როგორც დაშავებულის მამიდა აცხადებს, თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა ოპერაციის დასრულება ვერ შეძლეს.

„კომაშია, ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ“ – გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს, აქციაზე დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

ეკა თირქიას განცხადებით, 22 წლის ახალგაზრდას ტვინის დაზიანება აქვს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება:

„ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე, არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და ძვალი აქვს დამსხვრეული, დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ, შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს“,- განაცხადა დაშავებულის მამიდამ, ეკა თირქიამ.

ამასთან, ეკა თირქია დაშავებული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„მეგობრებო, სათითაოდ ვერ გპასუხობთ ყველას… დავპოსტავ ხოლმე ალექსის მდგომარეობას… ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფება პოსტოპერაციულ მდგომარეობაში… ხელოვნურად დააძინეს დილამდე, დინამიკაში ნახავენ, შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას… აქვს შეშუპება და ვერ მოხერხდა ოპერაციის დასრულება… აუცილებლად, კარგად გახდება… სხვა გზა არ აქვს“, – წერს ეკა თირქია.

მეგობრებო,სათითაოდ ვერ გპასუხობთ ყველას….დავპოსტავ ხოლმე, ალექსის მდგომარეობას…ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფება…

Posted by Eka Tirqia on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g