აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ირაკლი ყურაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ირკვევა, რომ ის გუშინდელი აქციის გაშუქებისას გაქურდეს. მას ქურთუკი გაუჭრეს და ფულთან ერთად საბუთებიც ამოაცალეს:
„რა დროს ეს არის, მაგრამ…
აი, შენ, ვინც აქციაზე იყავი, მერე იმის თავი გქონდა, სხვის ჯიბეებში გეძრომიალა, მერე ის გათვალე, რომ ჟურნალისტს ყველაზე ნაკლებად აქციაზე ქურდი გაახსენდებოდა…
ღმერთმა შეგარგოს დედაჩემის პენსია და ჩემი საბუთებიც :))) და მაინც, სად მთავრდება ადამიანობა?“

