აღმაშენებლის გამზირზე აქციის დროს ქალის დაშავების ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს” ერთ-ერთ მანიფესტანტს თავის არეში, სავარაუდოდ, კონტრაქციის მონაწილეებისგან ნასროლი ბლაგვი საგანი მოხვდა. ის ტვინის შერყევის დიაგნოზით წარმომადგენლებმა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.
„ქართული მარშის“ მხარდამჭერებმა ”ევროპული საქართველოს” აქციის მონაწილეებს გუშინ გამართულ აქციაზე კვერცხები, წყლის ბოთლები და ცოცხები ესროლეს, ინციდენტი რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პასტერის ქუჩაზე „ქართული მარშის“ მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებული. პოლიციამ არ მისცა მათ საშუალება, აღმაშენებლის გამზირზე ”ევროპული საქართველოს” წევრების მიერ გამართულ მსვლელობას შეერთებოდნენ და სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
”ევროპული საქართველოს” აქცია ევროკავშირის ჰიმნით მარჯანიშვილის მოედანთან დასრულდა.
