რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.
აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც საქართველოშია.