LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა: სანდრო რაქვიაშვილი

290
untitled-design-9

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი კითხვაზე არის თუ არა აქციები გამოსავალი, როგორც ამას ოპოზიცია მიიჩნევს, აცხადებს, რომ გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა.

„გასაგებია, ისევ პოლიტიკური პრობლემა იქნება, მაგრამ ბუნებრივია, ამაზე დისკუსია დაიწყო, რადგან არაფერი ეტყობა სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს, რადგან ეს ზოგადად პოლიტიკური პრობლემაა და პოლიტიკურ პრობლემად დარჩება ახლო მომავალში. მგონი, ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, ციხეში იქნება თუ საავადმყოფოში, არამედ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ საერთოდ ეს პრობლემა, პოლიტიკური სპექტაკლი, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ამ თემაზე მაინც ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომელიც მნიშვნელოვანია..

„აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალია მისი კიევში დაბრუნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g