სამშენებლო ინდუსტრიის სწრაფად ცვალებად გარემოში ხარისხიანი მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა ნებისმიერი პროექტის წარმატების საწინდარია. გალერეა დემასი, სწორედ ამ მისიით, წლებია საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს. კომპანია მალე ქართველ მომხმარებელს ექსკლუზიურ სიახლეებს შესთავაზებს – პროდუქციას, რომელიც სრულიად შეცვლის წარმოდგენას თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერზე.
დიმიტრი ჭრელაშვილი, გალერეა დემასის იმპორტისა და გაყიდვების კოორდინატორი:
– გალერეა დემასი დაარსდა 2000 წელს. შესაბამისად, უკვე 26 წელია ჩვენს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: კერამიკული ფილა და კერამოგრანიტი, კერამიკული სანტექნიკა და აბაზანის ავეჯი, საშხაპე მოწყობილობები, ხის და ვინილის (SPC) იატაკი, წებო-ცემენტი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები. ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში ვითარდებოდა ბაზრის მოთხოვნების პარალელურად და მომხმარებლებს ყოველთვის სთავაზობდა საუკეთესო ხარისხის, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების პროდუქციას.

– ძირითადად რომელი ქვეყნისა და ბრენდის პროდუქციაა თქვენს შოურუმში წარმოდგენილი?
– მომხმარებელს ვთავაზობთ, მაგალითად, ფილების კუთხით ისეთი იტალიური ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა Marazzi Group, Emil Group, Sant’Agostino; გერმანულ და შვეიცარიულ სანტექნიკურ ნაწარმს – Hansgrohe, Axor, Duravit, Geberit; ნორვეგიულ და ავსტრიულ ხის იატაკებს – Boen, Parador; ასევე წარმოდგენილი გვაქვს იტალიური წებო-ცემენტისა და ჰიდროსაიზოლაციო მასალების მწარმოებელი ბრენდი Mapei. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციის საუკეთესო ხარისხში.
– რომელი ქვეყნის პროდუქცია სარგებლობს თქვენს მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოწონებით?
– ალბათ, იტალიის, რადგან იტალიური დიზაინი მართლაც გამორჩეულია. მეტიც, იტალიური ბრენდები ადგენენ ტენდენციებს და მათ მიჰყვება შემდეგ მთელი მსოფლიო. გარდა იმისა, რომ გალერეა დემასში მომხმარებელი მოწინავე იტალიური ბრენდების პროდუქციას იხილავს, ასევე მრავალფეროვნებასაც, რომელიც გააჩნიათ ფერების, ზომების თუ დიზაინის კუთხით. დღესდღეობით ტრენდულია ე.წ. სლებები, სხვადასხვა ფაქტურის (ქვის, მარმარილოს) დიდი ზომის ფილები (1.20 მ x 2.80 მ), რომლებიც მთლიანად ფარავს სააბაზანო ოთახს, ამიტომაც იქმნება მრავალი კოლექცია ამ ზომაში. ეს ფილები უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას ჩვენს მომხმარებლებშიც.

– შოურუმის შესახებაც ვისაუბროთ, რა პრინციპით ეწყობა ის, რამდენ ხანში ერთხელ ახლდება პროდუქცია?
– ჩვენი შოურუმი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებლებს. აქ შეძლებთ მშვიდ გარემოში შეარჩიოთ წამყვანი ბრენდების საუკეთესო ხარისხის პროდუქცია, რომლებიც არამარტო ესთეტიკურად გამოირჩევიან, არამედ პრაქტიკული გამოყენებაც გააჩნიათ. გალერეა დემასის შოურუმში იხილავთ მრავალფეროვანი დიზაინის საჩვენებელ ოთახებს, რომელიც შექმნილია თანამედროვე ტრენდებისა და ფერების მიხედვით და გარკვეული პერიოდულობით ახლდება. ვფიქრობთ, ისინი გულგრილს არ დატოვებს არცერთ მნახველს. თბილისში ჩვენი შოურუმი მდებარეობს მშრალ ხიდთან.
– ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
– გალერეა დემასს სხვადასხვა ინტერესის მქონე მომხმარებლები სტუმრობენ, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც სურს გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს, ვისაც სურს სახლში ჰქონდეს ჰარმონიული და პრაქტიკული დიზაინის ინტერიერი თუ ექსტერიერი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული კონკრეტულ დიზაინზე და ჩვენს შოურუმში სურთ იპოვონ ინსპირაცია.

– რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ გალერეა დემასისგან უახლოს მომავალში?
– გალერეა დემასი, ცხადია, აგრძელებს შოურუმის განახლებას. უახლოს მომავალში ვგეგმავთ ახალი ბრენდების შემოყვანას, რომელთა პროდუქცია კიდევ უფრო თამამი, კიდევ უფრო ექსკლუზიური და კიდევ უფრო მრავალფეროვანი დიზაინის მქონე იქნება.
– დიმიტრი, თქვენ რომ იყოთ მომხმარებელი, რატომ აირჩევდით გალერეა დემასს?
– იქიდან გამომდინარე, რომ გალერეა დემასის შოურუმი მოიცავს მრავალფეროვან მიმართულებებს და ის ფაქტორი, რომ წარმოდგენილი პროდუქცია მაღალი ხარისხისა და თანამედროვე ტენდენციების შერწყმაა, მომხმარებელს უადვილებდა არჩევანი, იგი ჰარმონიულსა და პრაქტიკულს კარგად უხამებს ერთმანეთს.