შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
“გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”, “საქართველოს გაუმარჯოს” – დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ ამ შეძახილებით მოაწყვეს.
ამ დროისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია იწყება, სადაც აქციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართავენ.