LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა კანცელარიისკენ მსვლელობა მოაწყეს [ვიდეო]

244
64902667_635307330284172_8344149023992578048_n

აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულებულია.

მონაწილეები მშვიდობიანი მსვლელობით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ინაცვლებენ.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

ვიდეოს ავტორი: სოფო კუჭავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g