LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პროვოკაციების პრევენცია“ – დღეს დაანონსებული აქციის გამო პარლამენტში შესვლას ზღუდავენ

149
sircxviliaaaa

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს „დაშვების შეზღუდული რეჟიმი“ იმოქმედებს.გადაწყვეტილების მიზნად საკანონდებლო ორგანო ასახელებს „ შესაძლო პროვოკაციების პრევენციას და  პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფას“.

20 ივნისის მოვლენებიდან სამი თვისთავზე, დღეს, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე „სირცხვილიას“ დასკვნითი საპროტესტო აქციაა გაიმართება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივობის ახალ ეტაპზე გადადიან და სამომავლო გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ  სამოქალაქო მოძრაობა 2 მიმართულებით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

“ერთი არის საინფორმაციო კამპანიების ნაწილი, რაც მოიცავს არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებს, კამპანია “გამოდი არჩევნებზე  და მეორე აქტივისტური ნაწილი, რაც გულისხმობს რეგონებში ქსელების შექმნას, ამ მოძრაობის ზრდის მოდელის უზრუნველყოფას”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

,,ერთად ერთის წინააღმდეგ”- ასეთია დღევანდელი აქციის სლოგანი. ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენების, აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველდღიური აქციების ფორმატში ითხოვდა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

გიორგი გახარია – ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

გახარიამ ვიცე-პრემიერებად ქალები აირჩია, მინისტრებს კი მედიასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა

პირველი მთავრობის სხდომა, ახალი ვიცე-პრემიერი და ძველი მინისტრები...

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები