LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

161
2727272

„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ტერმინის დასამკვიდრებლად.

„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ დღეს არცერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვიღებთ სრულად პასუხისმგებლობას და როდესაც დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმის სახით, რომ დღეს თქვენს წინაშე ვზივარ და პასუხებს ვცემ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ვართ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები