LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქედან დაიწყება გარდატეხა“ – უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამმართველოს უფროსი განმარტავს, როდის ელოდება ქვეყანა ომის აქტიური ფაზის დასრულებას

163
კირილ ბუნადოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთთან ომის აქტიური ეტაპი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ბუდანოვმა „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აქტიური ფაზა არის საომარი მოქმედებების აქტიური წარმართვა. ეს დაახლოებით, იმ დონის ბრძოლებია, რომელიც მიმდინარეობს ახლა, როცა მთელი დასახლებები გადადიან ხელიდან ხელში. ეს აქტიური ეტაპი საგრძნობლად უნდა შემცირდეს წლის ბოლომდე. თითქმის ნულამდე დაიწევს“, – თქვა მან.

ბუდანოვის თქმით, აგვისტოსთვის უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორც სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, პირველი არის ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, მეორე – ამ იარაღის განვითარება და მხოლოდ მესამე ეტაპზე იწყება მათი გამოყენება.

ამ ყველაფერს კი, მისივე განმარტებით, გარკვეული დრო სჭირდება.

„ამიტომ, სამწუხაროდ, აგვისტომდე იარაღის ის რაოდენობა, რაც ჯარს სჭირდება, არ იქნება. აგვისტოდან ეს ყველაფერი უკვე სამხედრო ნაწილებში იქნება და აქტიურად საომარ მოქმედებებში იქნება გამოყენებული. აქედან დაიწყება გარდატეხა, რადგან ახლა ძალიან გვაკლია მძიმე იარაღი“, –დასძინა მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასკვნით ფაზაში გადადის, რომლის დროსაც კონტრშეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მოხდება. მანამდე კი თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომის დასაწყებად ემზადება.

ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია: მიხაილო პოდოლიაკი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g