LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქტიურად ვმუშაობთ დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე“ – მარიამ ქვრივიშვილი

121
პარაპლანი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის,  მესტიის, ბახმაროს, გოდერძის,  ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე.

„ეკონომიკის სამინისტრო, მისი შესაბამისი უწყებები ფედერაციასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, გვაქვს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის დადგენილების თანახმად პარაპლანებით ფრენების აღდგენა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია სპეციალურ საჰაერო სივრცეებში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა. შეხვედრას სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში – თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველები გადიან პრაქტიკულ გამოცდებს და ამ პროცესს ადგილზე აკვირდებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. საგამოცდო ფრენების  წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე გაიცემა პილოტის მოწმობები. პარალელურად, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფედერაცია ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g