„აქტიურად ვმუშაობთ დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე“ – მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა.
