რესტორან „ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად რობაქიძე თავისუფალია.
10-დღიანი პატიმრობის შემდეგ, აქტივისტმა საპატიმრო დატოვა და მეგობრები, ოჯახის წევრები ზაჰესის იზოლატორთან ოვაციებით დახვდნენ.
„გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“, – წერს სოციალურ ქსელში დათო სიმონია, რომელიც მეგობარის, ზვიად რობაქიძის, დაპატიმრების შემდეგ, ღამეებს ზაჰესის იზოლატორთან ათენებდა.
ცნობისთვის, 14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა რესტორან „ბაბილოსთან” დაკავებულ ზვიად რობაქიძეს 10 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა