LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქვს თუ არა მკვლელობის სხვა ვერსია მაგდა პაპიძეს?

127

მაგდა პაპიძეს ვურჩიეთ, რომ ამ ეტაპზე, სწორი არ იქნება, თუ თავის ბედს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიანდობს, ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პაპიძეს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მოითხოვს თუ არა მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

”ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რა აზრიც ტრიალებს პროკურატურაში და რა რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში მათ მიერ გავრცელებულმა მასალებმა, ჩვენ ვურჩიეთ მაგდას, რომ ამ ეტაპზე, მისი საქმე არ განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. თუმცა მას ჰქონდა კითხვა, რამდენად შეიძლება ენდოს სასამართლოს” – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

რაც ეხება მომხდართან დაკავშირებით, დაცვის მხარის ვერსიას, მაგდა პაპიძის ადვოკატი ამბობს, რომ არ აპირებენ პროკურატურას ალტერნატიული ვერსია შესთავაზონ, არამედ შეეცდებიან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის არგუმენტები გააბათილონ.

”31 მარტს არის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა, სადაც სასამართლო  გადაწყვეტს, სცნობს თუ არა პროკურატურის მიერ წარდგენილ მასალებს დასაშვებ მტკიცებულებებად. ამავე პროცესზე ჩვენც წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციებსა და მტკიცებულებებს, თუმცა კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს დაცვის მხარეს, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ” – განაცხადა მაგდა პაპიძის ადვოკატმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

 

მაგდა პაპიძე და მისი გარდაცვლილი მეუღლე, ომარ ქაფიაშვილი

12803305_452899191569719_911757681404762169_n

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g