LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქვს თუ არა პრემიერს სერიოზული ინფორმაცია, რომ ბარებში არასრულწლოვნებს პროსიტუციაში აბამენ

89

უფლებადამცველების ნაწილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ღამის კლუბებთან დაკავშირებით კრიტიკულად უყურებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ფიქრობს, რომ კვირიკაშვილმა ხმაურიანი განცხადება სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გადასაფარად გააკეთა.

 

“რადგანაც გიორგი კვირიკაშვილს თანასწორობის მიმართულებით, ან ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები არასოდეს გაუკეთებია, ასეთი მკვეთრი ნაციონალისტურ-პატრიარქატული პოზიციებიდან ამ საკითხების შეფასება, ცხადია, პრობლემურია. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თუ ცალკეულ ბარებში არსებობს მსგავსი პრაქტიკა, ეს უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა, მათ შორის სახალხო დამცველმა,“ – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების პროსტიტუცია ძალიან მწვავე თემაა და ამ თემაზე მოუმზადებლად საუბარი არ შეიძლება.

„თვითონ ქალთა უფლებების საკითხებზეც აბსოლუტურად არასწორი პოზიციები ჰქონდა პრემიერს, როდესაც ქართველი კაცების მხრიდან მათი ხსნის და ვერ მოთმენის საკითხებზე ილაპარაკა. ეს ძალიან სუპერმასკულინური რეკომენდაციაა და არ იყო ორიენტირებული ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე,“- აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

 

აქვთ თუ არა ბარებს „ფეისკონტროლის“ უფლება

ბარებს, ღამის კლუბებსა თუ სხვა დაწესებულებებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, ვის შეუშვებენ შენობაში, თუმცა, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი“ კერძო პირებზეც ვრცელდება და ბარების მიმართ პრეტენზიის შემთხვევაში, ყველას აქვს უფლება, გააპროტესტოს, თუნდაც – სახალხო დამცველთან.

 

არიან თუ არა არასრულწლოვნები ჩართული პროსტიტუციაში ღამის ბარებში

სახალხო დამცველის აპარატში მსგავსი სახის საჩივარი არ შესულა,  „ფორტუნას“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი კი ამბობს, რომ არასრუწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმასა და სექსუალურ ექსპლუატაციაზე ინფორმაცია საკმაოდ დიდი ხანია, ვრცელდება. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შსს-ს არაერთხელ მიმართეს, თუმცა სამართალდამცველ უწყებას ინტერესი არ გამოუხატავს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო შეხვედრებზე ყოველთვის ვთხოვდით,  დაინტერესებულიყვნენ იმ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი შესაძლო სექსუალური დანაშაულებით, რომლებსაც აკლიათ მშობლების ყურადღება, არიან ქუჩაში. არ მიგვიმართავს კონკრეტული მტკიცებულების ფარგლებში, ვინაიდან ესეთი მტკიცებულებები და გარემოებები ჩვენთვის ცნობილი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვები ხშირად ხვდებიან მსგავს სარისკო სიტუაციებში,“ – აცხადებს ანა არგანაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ რადგან გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იყო „საკმაოდ მტკიცებითი“, პრემიერს უკვე აქვს სერიოზული ინფორმაცია.

 

გვანცა ბზიავა

 

mazda magti 5g