LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ აიცრათ, რად გინდათ? როცა თქვენიანების ლოცვას ვერ გაიგებს ღმერთი, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის: თამუნა თანდაშვილი

1338
5ef3600eda6c0

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია “ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის” პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ანტივაქსერებს მიმართავს.

“არ აიცრათ, რად გინდათ?

მერე რა რომ ხალხი ციფრებად იხოცება…

დედების ლოცვები ღმერთთან ვეღარ აღწევს.. 20 წლის ადამიანები თვალებს ხუჭავენ სამუდამოდ…

თქვენ დააკაკუნეთ სოც ქსელებში და დაგვწყევლეთ პაციენტები, ძლივს გადარჩენილები, ნაბრძოლები და დაფლეთილები, გვათრიეთ და მოსყიდული მსახიობები გვეძახეთ… ვაი პოეტები და საბრალო მწერლები…

თქვენ?

არ აიცრათ, რად გინდათ? თქვენ სოც ქსელებში აკაკუნეთ, ჩვენ დავაკაკუნებთ ყველა კარზე და ჩამოგიგლიჯავთ სიკვდილის შავ დროშებს.

თქვენ?

არ აიცრათ, რად გინდათ? როცა თქვენიანების ლოცვას ვერ გაიგებს ღმერთი, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის.

ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი სიცოცხლისთვისაც, ჩვენ ვინც ერთმანეთზე ვზრუნავთ, ვამხნევებთ, გვედარდება და გვიყვარს…

დღეს დავმარცხდით თქვენთან ერთით-ნოლი..

სიკვდილმა გაგვიტანა საბედისწერო გოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები