LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის გამორიცხული ლარის კურსმა დოლართან მიმართებით ოთხსაც მიუკაკუნოს – „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი

89
ipiccy-image

„წინაპირობა, რომ ლარის კურსი გაუმჯობესდეს, დღევანდელ მოცემულობაში არ არსებობს“– ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ლარის სტაბილურობის 5 ძირითადი წყაროდან, ოთხი ფაქტობრივად გაჩერებულია, არ არის გამორიცხული, ლარის კურსმა დოლართან მიმართებით ოთხსაც მიუკაკუნოს.

„ლარის კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის უცხოური ვალუტის შემოდინება და ამის 5 მთავარი წყარო იყო ქართულ რეალობაში. ერთი, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ფაქტობრივად განულებულია. მეორე საკითხი იყო ბიზნესის იმ სექტორის აღდგენა, რასაც ტურისტული სექტორი ჰქვია. მესამე კრიტიკული თემა იყო ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები, რაც ასევე ნულზეა დასული და ამას ემატებოდა ექსპორტი და სესხები. ამ ხუთი სექტორიდან ოთხი, მეტ-ნაკლებად ფაქტობრივად აღარ არსებობს ან გაჩერებულია და რჩება მხოლოდ დაკრედიტება“, – აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები