LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ვერ ახერხებს პროცესების სათანადოდ მართვას, ამიტომაა კოვიდი ისევ ჩვენ გვერდით, ისევ ეკონომიკური კრიზისი – ყარალაშვილი

57
603fa7f7e791c

„ბიზნესი და სავაჭრო ცენტრების ასოციაცია ემხრობა იმას, რომ „მწვანე ბარათების“ სისტემა შემოღებული იყოს, მეტიც, მზად ვართ ინვესტორების ნაწილშიც მივიღოთ მონაწილეობა“, – ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი აცხადებს.

ლევან ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია „მწვანე ბარათების სისტემის ამოქმედება, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს მაგალითად, თურქეთსა და იტალიაში.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს საერთო ინტერესს, რომ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ, აღდგეს ბიზნესი და ხალხი იყოს დასაქმებული. სამწუხაროა და ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ პროცესების სათანადოდ მართვას, ამიტომაა კოვიდი ისევ ჩვენ გვერდით, ისევ ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად, ეს ყველაფერი საქართველოს უკან სწევს და ყოველი დაგვიანება ცუდად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე“, – აცხადებს ყარალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას. მისივე თქმით, უფრო თამამი გადაწყვეტილებებია მისაღები.

მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად – სოსო ფხაკაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები