“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი კენჭისყრის დღეს შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.
ელენე ნიჟარაძის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის შემთხვევები იყო, რაც იძლევა საფუძველს არჩევნების დღეს იგივე მოლოდინი იყოს.
“წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, შეიძლება ხოლმე იმის განსაზღვრა რა პრობლემებს შეიძლება ველოდოთ.
არ არის გამორიცხული, რომ ფიზიკური ძაადობისა და ზეწოლის ფაქტები მოხდეს უბნებს გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან თნდაც უბნებშიც.
თუმცა მოვუწოდებ ყველას მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე,” – განაცხადა ელენე ნიჟარაძე, რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემა “რეალურ დროში”.
საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას მთელი ქვეყყნის მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების” ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება.