LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ იყო დაგეგმილი, ადამიანური შეცდომა დავუშვით, ნიჟარაძე უნდა წასულიყო – ISFED-ის განმარტება

150
ელენე

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენა, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს, – ამის შესახებ „ისფედის“ გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ სართანიამ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ PVT-ს მეთოდოლოგია პერიოდულად იცვლება და ამჟამად აღებული იყო ის, მოდელი რომლითაც ერთ-ერთი ბოლო არჩევნები ჩატარდა, კერძოდ სერბეთში 2020 წლის ივნისში.

სართანიას თქმით, ISFED-ის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციაში სამი პარტიის – „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, შემთხვევაში მონაცემებში ცდომილება ზღვარს აცდა, რის შემდეგაც ორგანიზაციაში მოკვლევა დაიწყეს.

მისი თქმით, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ ფორმულა, რომელიც ითვლიდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ასევე მითვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, ხოლო „ამ შეცდომის გასწორების შემდეგ „ისფედის“ „პივიტის“ შედეგები მიუახლოვდა ცესკოს შედეგებს“.

რაც შეეხება იმას, რატომ გამოვლინდა შეცდომა დაგვიანებით, სართანიას თქმით, პროგრამის დატესტვის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტის დათვლა არ ხდება, შესაბამისად უფრო ადრე შეცდომის გამოვლენა შეუძლებელი იყო.

„კომისიამ დაასკვნა, რომ ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო და პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ექსპერტებს, რომლებმაც ამ ფორმულის ვალიდურობა დამკვეთთან არ გადაამოწმეს“,- განაცხადა სართანიამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ISFED-ის ხელძღვანელმა.

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს

დღეს, ბორდის წევრმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ისეთი შეცდომა მოხდა, რომელიც ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითს აყენებდა.

ბაია პატარაიას განცხადებით, ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან წასვლა ორგანიზაციის წევრების საერთო კონსენსუსის საფუძველზე მოხდა.

„კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები და დაგვიანებით განხორციელებული კომუნიკაცია არის ისეთი შეცდომა, რომელიც, უკვე, აყენებდა აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს უშუალოდ გამგეობისთვის. დღეს, ელენე ნიჟარაძე აღმასრულებლი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ეს კონსულტაციები ძალიან ფართოდ მიმდინარეობდა ელენესთან, გამგეობა მსჯელობდა ამაზე. ამ პროცესში ჩართული იყვნენ ISFED-ის თანამშრომლები და დამკვირვებლები. ეს იყო კონსენსუსი ამ დიდი ჯგუფის. ელენე ნიჟარაძე აცხადებდა, რომ ის მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან, თუ ბორდი მიიჩნევს, რომ ეს არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და თუ ასეთ მძიმე შეფასებას მისცემდა ბორდი მის მმართველობას. რეალურად, ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება. ამ აზრს იზიარებდა როგორც გამგეობა, ისე ISFED-ის უფრო დიდი გუნდი. გამგეობისათვის ამ ხარვეზის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 11 დეკემბერს. 12 დეკემბერს გამგეობამ უკვე შექმნა სპეციალური კომისია,რომელიც შეისწავლიდა ხარვეზს“, – განაცხადა პატარაიამ.

პატარაია ასევე გამოეხმაურა განცხადებების იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზიაციას შესაძლოა, წინასწარ ჰქონოდა დაგეგმილი.

„ძალიან წუხს ყველა თანამშრომელი, რომ ეს შეცდომა მოხდა. გამორიცხულია ეს ყოფილიყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა 25 – წლიანი უნაკლო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას. აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს შეიძლება ორგანიზაციის ინტერესში შედიოდეს“, – განაცხადა პატარაიამ.

ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი… თამარ ჟვანიას მეუღლისგან ინფორმაცია ვერ გაჟონავდა – ISFED-ის ხელმძღვანელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები