მსახიობების ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ქალიშვილი, ტასო აქვეყნებს ბიზნესმენ თემურ უგულავასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და წერს, რომ მეორედ დაკარგა მამა:
„მეორედ დავკარგე მამა, იმავე დიაგნოზით…
სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ტკივილს… დროებით, ჩემო ყველაზე მაგარო მამებო..!!!“
მას შემდეგ, რაც ნიკო გომელაური და ეკა ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ეკას ურთიერთობა ჰქონდა თემურ უგულავასთან, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, ნოდარიკო.
მსახიობი ჰყვებოდა, რომ თემურ უგულავა მას შვილების აღზრდაში ეხმარებოდა.


