“მიმტანების აღჭურვილობა და ჩაცმულობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორც ექიმებს COVID-იან პაციენტებთან მუშაობა უწევთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა რესტორნებში მომსახურების წესების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება.
“არც ამის საჭიროება არ არის, რომ დისტანციურად გასტყორცნო კერძი სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და არც ორკვირიანი მორიგეობის რეკომენდაცია არ არსებობს ამჟამად, ამ ეტაპზე, ამ ამ ეპიდსიტუაციისთვის. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ ვიზიარებთ და შესაბამისად, აისახება რეკომენდაციებში ხოლმე. თუ რაიმე შეიცვალა, აუცილებლად გაცნობებთ”, – განაცხადა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა, დისტანცია და ნიღაბი იქნება.