LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე პასპორტების“ ამოქმედება მისასალმებელია, მაგრამ ღონისძიებების გამართვის შეზღუდვით, სარესტორნო სფეროს გარკვეულმა სეგმენტმა შეიძლება საერთოდ აღარ იარსებოს: შოთა ბურჯანაძე 

177
შოთა ბურჯანაძე

პირველი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ და დაწესებულებაში შესვლა მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელებს შეეძლებათ. თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისასალმებელია.

მისივე თქმით, სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები თავიდანვე აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ „მწვანე პასპორტები“ და „მწვანე ზონები“ ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო და ბიზნესოპერატორებს ბენეფიტები უნდა მიეღოთ, მომხმარებელი კი თავად გადაწყვეტდა, რამდენად იყო „მწვანე ზონა“ მისთვის მისაღები.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ამჟამად მოქმედი, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის ერთდროულად განთავსების შეზღუდვა, ალოგიკურია. თუმცა, შოთა ბურჯანაძის განმარტებით, პრობლემას ღონისძიებების: ქორწილების, დაბადების დღეების და „ივენთების“ გამართვის შეზღუდვა წარმოადგენს, რადგან მისი თქმით, სარესტორნო სფეროში გარკვეულმა სეგმენტმა შესაძლოა საერთოდ აღარ იარსებოს.

რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში ხვალიდან ამოქმედდება, რას ცვლის ე.წ. მწვანე ბარათები

„გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, რა თქმა უნდა სფეროს მხრიდან მისასალმებელია. არის სექტორში გარკვეული სეგმენტი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, გარკვეული სექტორისთვის კი ეს სრულიად უმნიშვნელოა იქიდან გამომდინარე, რომ ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა საუბარი, „მწვანე ზონის“ და „მწვანე პასპორტების“ შექმნასთან ერთან უნდა შევძლოთ, რომ „მწვანე პასპორტები“ და „მწვანე ზონები“ ყოფილიყო ნებაყოფლობითი და ბენეფიტები მიეღო სფეროში არსებულ ბიზნესოპერატორებს და ბენეფიტების მიღების შემთხვევაში თვითონ გადაწყვეტდა მომხმარებელი თუ ბიზნესოპერატორი, რამდენად იყო მისთვის „მწვანე ზონა“ მისაღები. სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად შეიცვლება დროთა განმავლობაში, ის ხარვეზები, რაც ჩვენ მიგვაჩნია იქნება ცალსახა და შეიცვლება ყველა შემთხვევაში.

დღესდღეობით, „მწვანე ზონა“ და „მწვანე პასპორტები“ იმუნიზაციის დაჩქარების შესაძლებლობა უნდა იყოს, რომელიც არსებულ მონაცემებს გააუმჯობესებს.

„მწვანე პასპორტის“ ამოქმედება შეამცირებს თუ არა რესტორანში მიმსვლელი ადამიანების რაოდენობას? რამდენად შეძლებს სარესტორნო ბიზნესი ფუნქციონირებას „მწვანე პასპორტის“ პირობებში?

ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ სფეროში არსებობს საშუალო რესტორნები, რომლებსაც ძალიან ეს არ დაეტყობა  დედაქალაქში, მაგრამ ეს დაეტყობა რეგიონებში, რადგან იმუნიზაციის პროცესი იქ უფრო დაბალია, ვიდრე თბილისში. ეს პროცესი დიდი რესტორნებისთვის, რომლებიც „ივენთებზე“ და დაბადების დღეებზე მუშაობენ პრობლემა იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენი თხოვნა იყო, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო იმ რესტორნების შესაძლებლობა „ბენეფიტის“ სახით, რომ ემუშავა რესტორნებს უსაფრთხო ზონაში, ანუ მიეღოთ და დახვედროდნენ სტუმრებს უსაფრთხოდ და მათთვის შესაძლებელი ყოფილიყო ქორწილების, ივენთების გადახდა. ეს ბიზნესოპერატორს გარკვეულწილად ბიზნესის მოქმედების შესაძლებლობასაც მისცემდა და ეკონომიკაში უფრო მეტი ფული დატრიალდებოდა.

„მწვანე პასპორტი“ და „მწვანე ზონა“ თუ შეიქმნებოდა ბიზნესოპერატორს ბენეფიტი უნდა მიეღო, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა უსაფრთხო ზონაში „ივენთის“ ჩატარების შესაძლებლობა ჰქონოდა, ანუ ყველა ადამიანი ვინც შეიკრიბებოდა, დააკმაყოფილებდა კრიტერიუმს და ამ შემთხვევაში ყველა ის მოთხოვნილება და გამოწვევა, რაც არსებობს, დაკმაყოფილდებოდა. 

ამჟამად მოქმედი, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის ერთდროულად განთავსების შეზღუდვა, ალოგიკურია. მაგრამ ეს არ არის ის პრობლემა, რომლითაც, ვთქვათ სარესტორნო სფეროში მუშაობის პრობლემა შეიძლება შეიქმნას, პრობლემას წარმოადგენს ის შეზღუდვები, რითიც იკრძალება სხვადასხვა ღონისძიებები.

ღონისძიების ვერ ჩატარება ზღუდავს სარესტორნო სფეროში გარკვეული სეგმენტის არ მუშაობას და ამ სეგმენტმა შეიძლება საერთოდ აღარ იარსებოს, რადგან აღნიშნული ბიზნესოპერატორები მოკლებულები არიან იმის საშუალებას, რომ იმოქმედონ. 

„მწვანე პასტპორტის“ მქონე ადამიანი ან უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ან კოვიდგადატანილი, ან უნდა წარმოადგინოს 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათში სწრაფი ტესტი.

რაც შეეხება მწვანე ზონის ინიციატივას ეს ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. თუ შეიქმნება მწვანე ზონა ამ შემთხვევაში ბიზნესოპერატორი უნდა აკმაყოფილებდეს „მწვანე ზონისათვის“ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ბიზნესოპერატორი სად უნდა დარეგისტრირდეს და ა.შ ეს ბოლომდე მიყვანილი არ არის. ველოდებით შედეგს თუ როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტები“, როგორ შემოწმდება, ადმინისტრირება როგორ მოხდება და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადწყვეტილება, რამდენად იქნება შესაძლებელი „მწვანე ზონის“ შექმნაც.

დეკემბერი იქნება ამ ტესტის საფუძველი, შემდეგ ეტაპზე როგორც გადავალთ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.