LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ რესტორნებში უზბეკეთიდან ჩამოყვანილ მუშახელს დაასაქმებენ – სექტორში კადრების დეფიციტია

184
shutterstock_168692882-1

ქართულ რესტორნებში, შესაძლოა, უზბეკეთიდან ჩამოყვანილი მუშახელი დაასაქმონ. სექტორში კადრების სერიზული დეფიციტია – საკითხზე „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „დილის პალიტრა“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, რესტორნებმა უკრაინიდან ჩამოსული ადამიანების დასაქმება დაიწყეს.

„დღესდღეობით სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი. ასევე არ გაგიკვირდეთ და საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ”, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. „წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ფაზაში შედის უკვე“, – დასძინა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები