LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რესტორნებში ფასები ევროპულისას უახლოვდება: „ალოგიკურია ის ფასები, რაც რესტორნებში გვაქვს, მენიუში ყველაფერი იწყება 2-იანით ან ზემოთ”

271
6297878a32b7c

„ალოგიკურია ის ფასები, რაც ჩვენ რესტორნებში გვაქვს. თითქმის ევროპის ფასები გვაქვს“ – ამბობს მერიკო გუბელაძე. ცნობილი რესტორატორი სექტორში არსებულ მძიმე ვითარებაზე BM.GE- ისთან საუბრობს და განმარტავს, რომ გაძვირებული პროდუქციის ფონზე კვების ობიექტები კერძებზე ფასების დაჭერას ვეღარ ახერხებენ, შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესს საშუალოდ 30%-ით უკვე მოუწია ფასების გაზრდა.

როგორც გუბელაძე აღნიშნავს, სარესტორნო ბიზნესში ძალიან დიდი გამოწვევაა ფასების არანორმალური ზრდა.

„ტურისტი აქ რომ ჩამოდის, ელოდება შედარებით დაბალფასიან რესტორანს, ღვინოს. არსებული ფასები მათაც უკვირთ, იმედგაცრუებული არიან და საერთოდ ვერ ხვდებიან რატომ უნდა დახარჯონ ამ ქვეყანაში ამდენი ფული. მინიმუმ 30%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა. მეც მენიუში ფასებს რომ ვხედავ, გაკვირვებული ვარ. 1-იანით აღარ იწყება ფასები, ყველაფერი იწყება 2-იანით, ან ზემოთ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან ძვირი, მაგრამ სხვანაირად ვერ გადავრჩებით. გადასახადებს, ხელფასებს ვერ გავისტუმრებთ და რაღაც მოგებას სხვანაირად ვერ ვნახავთ, ”- განმარტავს რესტორატორი BM.GE-ისთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები