LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McDonald’s-ის ბიზნესს და აქტივებს ციმბირელი ნავთობ-მაგნატი ყიდულობს

119
7476bfcc7dad6bd8a9f01d88f331f6

McDonald’s რუსეთის ბაზრიდან საბოლოოდ გადის. ამერიკული კომპანიის აქტივებს რუსეთში ციმბირელი ნავთობ-მაგნატი, ალექსანდრ გოვორი ყიდულობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოვორსა და McDonald’s-ის წარმომადგენლობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეული, რომლის მიხედვით, რუსი მილიარდერი McDonald’s-ის ობიექტებში განაგრძობს სარესტორნო საქმიანობას, თუმცა ახალი ბრენდის ქვეშ, რომელსაც არ ექნება ამერიკული კომპანიის სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება. ამასთან, ამავე გარიგების მიხედვით, რუსეთში არსებული McDonald’s-ის რესტორნების ამჟამინდელი თანამშრომლები სამსახურს ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ.

აღსანიშნავია, რომ სანდო წყაროების თანახმად, ალექსანდრე გოვორი არის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა NefteKhimServis-ის დამფუძნებელი, ფლობს სასტუმროს Park Inn და Grand Medica-ს კერძო კლინიკების ქსელს ნოვოკუზნეცკში.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, McDonald’s-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები