LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ უბნებში რომ გაიაროთ, სადაც რესტორნებია განთავსებული, სასაფლაო გეგონებათ – კოტე გაბრიჩიძე

110
restornebi-0

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ დღეს რესტორნები ან დახურულია, ან მხოლოდ უქმეებზე მუშაობენ, რაც ამ ბიზნესს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

„იმ უბნებში რომ გაიაროთ, სადაც რესტორნებია განთავსებული, სასაფლაო გეგონებათ”, – ამის შესახებ გაბრიჩიძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

ამავე გადაცემაში მან კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უამრავი რესტორანი ტერიტორიიდან ფართის მეპატრონემ გამოაგდო. „იმიტომ რომ ის მენეჯმენტს იჯარის თანხას სთხოვდა, რაც მოიჯარეებმა, ცხადია, ვერ გადაუხადეს“, – დასძენს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები