LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში, როდესაც ბევრი რუსი ტურისტის მოლოდინი არსებობს, ეს შეიძლება ცუდი გავლენა იყოს დასავლელ მოგზაურებზე“ – შოთა ბურჯანაძე

153
ტურისტ (1)

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ დასავლელი ტურისტებისთვის იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ბევრი რუსი ტურისტის მოლოდინია, შესაძლოა, გარკვეული მუხრუჭი იყოს. როგორც შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, რუსეთთან ფრენების აღდგენა არ არის დადებითი მესიჯი იმ მოგზაურებისთვის, რომელთა რიცხვიც ნელ-ნელა იზრდება.

„სამწუხაროდ, პირდაპირი ფრენების შესახებ ანონსი, არა მარტო უშუალოდ საქართველომ მიიღო, არამედ, მიიღო დასავლეთმაც და ქვეყანაში, სადაც ბევრი რუსი ტურისტის მოლოდინი არსებობს, ეს შეიძლება ცუდი გავლენა იყოს დასავლელ მოგზაურებზე, რომელსაც სურვილი აქვთ საქართველოში ჩამოსვლის. რადგან, შესაძლოა, აქ ბევრი რუსი ტურისტის ჩამოსვლის შესაძლებლობა წარმოიშვას. ეს გარკვეული დისონანსი არის ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს არ არის დადებითი მესიჯი იმ მოგზაურებისთვის, რომელთა რიცხვსაც ნელ-ნელა ვზრდით და ხარისხიანი ტურისტები დავარქვით. ეს გარკვეული მუხრუჭიც კი შეიძლება იყოს ბევრი ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვისაც საქართველოში მოგზაურობა უნდა.

„რუსებს აწუხებთ საქართველოში ზოგიერთი აქტივისტის არამეგობრული ქმედებები“ – რუსული მედიის ცნობით, საქართველოს მიმართულებით ტურები მასიურად არ იყიდება

ის, რა მოლოდინიც არსებობდა, რომ რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა და თვითმფრინავს ვერ ვნახავდით ცარიელს, ეს იმედები გაცრუვდა. ალბათ, მათთვისაც საქართველო არ არის საინტერესო იმ კუთხით, რომ მათთვის მისაღები პირობები არ არის და ჩვენ არ ვართ მეგობარი ქვეყანა რუსეთისთვის, მაგრამ მე უფრო დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველო პლაცდარმად არ იქნას გამოყენებული სხვა ქვეყნებში გადასაფრენად. ეს არ მინდა რომ მოხდეს. თუმცა, დღეს არც ასე ჩანს, რადგან თვითმფრინავები არ დაფრინავს სავსე“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.