LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს რაიმე პროექტი, სადაც ერთსულოვანი დამოკიდებულებაა” – რევაზ სოხაძე „ლაგუნა ვერეს“ პროექტზე

685
BeFunky-collage

„ის ვითარება, რაც დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზეა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი ოპონენტებისთვისაც მიუღებელია“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

კალაძე - მესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია, მაგრამ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მზადდება კარგი პროექტი და დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა.

„ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს, არ არსებობს რაიმე პროექტი სადაც ერთსულოვანი დამოკიდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ არსებული გარემოების გათვალისწინებით, აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ, მოხდება მისი შერწყმა თანამედროვე არქიტექტურასთან“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ “ქართუ” მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს – რას ამბობს კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g