„ღაზას სექტორში პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ომი სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას ისრაელში”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის არმია არ დაასრულებს მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გაანადგურებს.
ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება
„ეს არის კულტურა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს აქ არსებობას, ველურები, მხეცები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მივაღწევთ ყველა გვირაბს, მივაღწევთ „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გავანადგურებთ..
ეს იქნება ძლიერი ომი, ეს იქნება სასიკვდილო ომი, ეს იქნება ზუსტი ომი და ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.