LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გაიხადო რა მარია: ირანელებმა რუს ლამაზმანს თხოვნით მიმართეს

100

ირანელებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის ერთ-ერთ წამყვანს, რუს ჟურნალისტ მარია კომანდნაიას უცნაური თხოვნით მიმართეს. მათი სურვილია, წამყვანი ცერემონიაზე გამომწვევი სამოსით არ გამოცხადდეს.

წილისყრა პირდაპირ ეთერში უნდა გადასცეს ირანის სახელმწიფო არხმა IRIB-მა. ქვეყნის კანონების თანახმად, მაუწყებლობა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ეკრანზე გამოჩნდება არასაკმარისად ჩაცმული ქალი. სწორედ ამიტომაც მიმართეს ირანელებმა კომანდნაიას თხოვნით – პასუხისმგებლობით მიუდგეს ტანსაცმლის არჩევას და არ გამოიყურებოდეს გამომწვევად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შოუს ვერ ნახავენ და პირდაპირ ეთერში ვერ გაიგებენ, რომელ ჯგუფში მოხვდა ირანის ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ კომანდნაიასთან ერთად, წილისყრის ცერემონიის წამყვანი იქნება ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი და ტელეექსპერტი გარი ლინეკერი.

 


წილისყრაზე 2 სპეციალური სიმღერის პრეზენტაცია მოხდება.
რუსი მომღერლები ლარისა დოლინა და ალსუ, სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისათვის შექმნილ სიმღერებს შეასრულებენ.

შესასრულებელ სიმღერასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ალსუმ. მისი თქმით, სიმღერა ორ ენაზე (რუსული, ინგლისური) შესრულდება და იგი ოცნების შესახებაა. მთავარ მესიჯს კი ადამიანთათვის შესაძლებლობებისა და საკუთარი თავისადმი რწმენის ჩანერგვა წარმოადგენს.

წილისყრა პარასკევს, 1-ელ დეკემბერს მოსკოვში გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები