26 ივლისს, შაბათს, URBAN EVENT GROUP-ის ორგანიზებით ანაკლიაში, სასტუმრო Palm Beach-ის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება.
სცენას ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის და არამხოლოდ, ქართული სცენის გამორჩეული მუსიკოსები – DJ ნიკა მაზანაშვილი, სასცენო სახელით MZN და TOBIASS დიკავებენ.
აღსანიშნავია, რომ მათი სეტები პოპულარულია როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საცეკვაო მოედნებზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც ორივე მათგანი მსმენელის წინაშე, რამდენიმე მნიშნელოვან ღონისძიებაზე წარდგა.
ორგანიზატორები ზაფხულის ყველაზე ცხელ ივენთს გვპირდებიან და ამბობენ, რომ ენერგიას არ დაიშურებენ, რათა 26 ივლისს, ანაკლიის მთვარის შუქზე აჟღერებული მუსიკალური ჰანგები დაუვიწყად მოგონებად დაგვრჩეს.
სწორედ ეს გახლავთ URBAN EVENT GROUP-ის მთავარი გზავნილიც:
„არ გამოტოვო ღამე, რომელიც შენი ზაფხულის highlight გახდება! მთვარის შუქზე რიტმული მუსიკა, ზღვის სუნქვა და ფერადი კოქტეილები ერთ მთლიან სივრცედ იქცევა.“
ნათია კანკია – URBAN EVENT GROUP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ეს იქნება სრულიად განსხვავებული, ენერგიით და ხარისხიანი მუსიკით გაჯერებული საღამო!
ღონისძიება ანაკლიაში, სასტუმრო Palm Beach-ის გვერდით მდებარე უნიკალურ ღია სივრცეში გაიმართება, რომელიც ძველი ციხის ისტორიული კედლებითაა შემოსაზღვრული. მთავარი სცენის ფონზე იშლება ულამაზესი ზღვის ხედი და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი, მეორე მხარეს კი ჩანს ცნობილი პატარა კუნძული. ეს სივრცე მართლაც ანიჭებს საღამოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს.
ივენთისთვის მოვიწვიეთ თბილისში მოღვაწე DJ-ები — NIKA MAZANASHVILI (MZN) და TOBIASS, რომელთაც უკვე ჰყავთ ერთგული აუდიტორია და ამ საღამოსთვის განსაკუთრებული სეტები აქვთ მომზადებული. აღსანიშნავია, რომ მათი მსმენელები ანაკლიაშიც გეგმავენ ჩამოსვლას.
რაც შეეხება საცეკვაო მოედანს, ის 1000-მდე სტუმარს იტევს. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ორი ბარი – ბარმენები შემოგთავაზებენ როგორც ალკოჰოლურ, ასევე უალკოჰოლო კოქტეილებს, სხვადასხვა სახის სასმელებს.
გარდა ამისა, ლოკაციაზე განთავსდება VIP სივრცეებიც. მაგიდების რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ მსურველებს ვურჩევთ დროულად დაუკავშირდნენ მითითებულ ნომერს და წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი მაგიდა.“
რაც შეეხება ბილეთებს, მათი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.
- პირველი კალათა: 30₾
- მეორე კალათა: 40₾
- ივენთის დღეს, კარზე: 50₾
URBAN EVENT GROUP, რომელიც მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, მიზნად ისახავს სხვადასხვა სტილის, აუდიტორიაზე მორგებული მაღალი ხარისხის ივენთების ორგანიზებას.
კომპანია აერთიანებს პროფესიონალ გუნდს: ივენთ მენეჯერი, მარკეტინგისა და PR სპეციალისტი, ფინანსური დირექტორი და დიზაინერი, რაც სრულყოფილ ღონისძიებას უზრუნველყოფს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/487532/urban-event-group
კარი გაიღება 22:00 საათზე. ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
სურვილის შემთხვევაში, ლიმიტირებული VIP მაგიდების დაჯავშნა შესაძლებელია მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: +995 591 11 91 79
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ URBAN EVENT GROUP-ის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდს.