უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდოები ნაყიდი იყოს და ამისთვის თანხა სააკაშვილის ოჯახს ჰქონდეს გადახდილი“.
„ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა“, – განაცხადა სეფაშვილმა.
ცნობისათვის, 14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.
მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი გადაეცა.
მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა