LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა

126
საგარეო

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდოს გამო, ნორვეგიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სამინისტრო ავრცელებს: 

„ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.

როგორც უწყებაში აღინიშნა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

ირაკლი კობახიძე: განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ერთადერთია, ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 

როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტსა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში, დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

გრეტა წიწავა – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე მსჯავრდადებულია, თურმე ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში „ჯილდოს იმსახურებს“