„როდესაც ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დარგში მიხეილ სააკაშვილს ჯილდო ენიჭება, ეს არის უბრალოდ ცინიზმი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტი პრემიერის მსგავსად, მანაც ბრეივიკს შეადარა:
„ეს არის ცინიზმი, როდესაც, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს epp-სთან არის დაკავშირებული თუ ვინმესთან, როდესაც ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დარგში მიხეილ სააკაშვილს ჯილდო ენიჭება, ეს არის უბრალოდ ცინიზმი.
რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, ერთ რამეს ვიტყოდი: პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის, ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტსა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში, დემოკრატიის პრიზი გადაეცა.