LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან”- ბაჩალიაშვილის დედა დღეიდან შიმშილობას იწყებს

518
pjimage (1)

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართვას და დღეიდან, პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს. როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, ის შსს-ს გამოძიება არ ენდობა და საქმეში FBI  ჩართვას ითხოვს.

“ემიგრანტებმა მომწერეს, რომ მზად არიან შეაგროვონ ფული და სოლიდური გასამჯრელო გადაუხადონ მას, ვინც ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე. წავიკითხვე შსს-ს განცხადება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მატყუარები არიან, ალბათ ღამე არ სძინავთ და ცდილობენ რაღაცეები გადაფარონ.

მათი მიზანი თვითმკვლელობის ვერიის გამყრებაა, რადგან თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელები ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში. მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და დღეიდან ვიწყებ შიმშილს. არ ვეთანხმები შსს-ს დეზინფორმაციას და ვითხოვ საქემში FBI ის ჩართვას”,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას გამოძიების დასრულების შემდეგ, თამაზაშვილი პასუხობს, რომ მასთან შეხვედრას აზრი არ აქვს, რადგან გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.

“გახარიას რატომ უნდა შევხვდე, არ ვენდობი მათ გამოძიებას, მოვუწოდებ ყველა დედას, დამიდგნენ გვერდში. სანამ საქმეში FBI არ ჩაერთვება და არ დამიდასტურებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკველელობით დაასრულა სიცოცხლე. ლოკაციის ადგილი “ფეიბუქზე” მოძებნა ბავშვმა რომ თეთრიწყაროში უფრო კარგად მოკვდებოდა? ამ სისულელეების არ მჯერა. რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს,  ის არის ჩანერგილი შსს-დან მოგზავნილი პიროვნება, არ მჯერა მისი. არ არის გამორიცხული, რომ ბაჩანამ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან,”- ამბობს გარდაცვლილის დედა.

mazda magti 5g