LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს” – „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა იწყება

collage

დღის წესრიგის მიხედვით, მოსამართლეებზე უნდა ვიმსჯელოთ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა.

„დღის წესრიგში, რაც მე მომივიდა, წერია, რომ ისევ მოსამართლეებზე მსჯელობა გაგრძელდება. ამაზე მეტი არაფერი ვიცი. ის ორდღიანი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და იმ რეზიუმემდე მივედით, რომ ყველაფერი გადავაბაროთ სამუშაო ჯგუფს, მათ შეიმუშავონ კრიტერიუმები და შემდეგ ვიმსჯელოთ ცალკეულ მოსამართლეზე. კონკრეტულად რა ხდება, ვისთან მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ამაზე ყველაზე კომპეტენტურად ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გიპასუხებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც გაიმართოს. რასაც მე ვუყურებდი, თვითონ ეს ფაქტი ამაზრზენი იყო. ეს უზნეო ადამიანების გაკეთებულია“, – განაცხადა ნოზაძემ.

უმრავლესობის შეხვედრას, არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g