LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავთ, “ქართულ ოცნებასთან” პირისპირ მოლაპარაკებას – ალეკო ელისაშვილი

132
ale3ko-elisashvili

მოქალაქეების ლიდერი ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან” პირისპირ მოლაპარაკებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა ისინი “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე მარტოც დასხდნენ. ამის შესახებ მან “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, თუ ჩაიშალა მოლაპარაკება, „ქართულ ოცნებასთან” ცალკე დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან? ელისაშვილი პასუხობს, “არ გამოვრიცხავთ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებზე ცალკე დავსხდეთ, უბრალოდ არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. იმიტომ, რომ გაცილებით მარტივი იქნება მერე ქართული ოცნებისთვის ჩვენი გადაგდება და მოტყუება, რასაც ელჩების თანდასწრებით ვერ იზამენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაცილებით კომფორტია, რომ სხვებიც იყვნენ და ელჩები იყვნენ და მონაწილეობდნენ. ამიტომ არაფრით არ გვინდა, რომ ეს ჩაიშალოს. სხვა გზა თუ არ დაგვრჩა და აქეთ ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და მარტო რევოლუცია და ავამღვრიოთ წყალიო იძახა, მეორე მხრივ, თუ ქართული ოცნებაც არ მოვიდა იმ შეხვედრაზე, რაღაცა იქნება შესაცვლელი”,-ამბობს ელისაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g